შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

პლასტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. აღინიშნა, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონ ერთეულზე მეტი ერთჯერადი მოხმარების პლასტიკი გამოიყენება.