საქართველოს მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით, მწერალთა სახლში შეხვედრა გაიმართა პოეტთან, მთარგმნელთან და დიპლომატთან, რაულ ჩილაჩავასთან. ღონისძიებას მწერლები და პოეტები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.