შეხვედრა „ქართულ ოცნებაში”

კიდევ ერთი შეხვედრა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ხდომა დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდნენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ მთავარი განსახილველი თემა 11 მაისს დაგეგმილი ყრილობა იყო, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაამტკიცონ.