ივანიშვილის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში
ივანიშვილის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში

რას უკავშირდება “ქართული ოცნების” დამფუძვნებლის და ყოფილი პრემიერის კულისებიდან გამოსვლა. შეიძლება თუ არა ეს ნაბიჯი ერთ მდინარეში მეორედ შესვლად შეფასდეს, რას მიანიშნებს ივანიშვილი თანაგუნდელებს, რა გზავნილია ეს ოპოზიციისთვის და  რაც უმთავრესია, რას მოუტანს ქვეყანას ავანსცენაზე გამოჩენილი ივანიშვილი.

 “დღეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი არ ჰყავს. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში კვირიკაშვილი სამეურნეო ხელმძღვანელის ფარგლებს ვერ გასცდა და ვერაფრით ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლიდერად, მცდელობის მიუხედავად პოლიტიკური ცენტრის ფორმირება ვერც პრეზიდენმტა მარგველაშვილმა შეძლო. ამ ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში მმართველობის არაფორმალური სისტემის კრიტიკამ, რის მიღმაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია იკითხებოდა, აიძულა ივანიშვილი ფორმალურ პოზიციაზე გადმონაცვლებულიყო. მან ამ გამოწვევას სოლომონისეული გადაწყვეტილებით უპასუხა, ასეთ ვითარებაში მისთვის ყველაზე მისაღები ნაბიჯი გადადგა და მის მიერ დაფუძვნებულ პარტიას ჩაუდგა სათავეში. ის, დიდი ალბათობით, არც პრეზიდენტის და არც პრემიერის ჩანაცვლებას არ აპირებს. აქტიურ პოლიტიკაში ივანიშვილი „ ” ქართული ოცნების ” დასუსტებამ და მთავრობის ხალხისგან დისტანცირებამაც შემოიყვანა.” – განაცხადა რადიო პირველი არხის ეთერში ანალიტოკოსმა ვაჟა ბერიძემ.

სტუმარი: ვაჟა ბერიძე – ანალიტიკოსი.