საქართველოს პარლამენტი პაბსეკის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს. 63-ე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის სამ ქვეყანას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შესწევს უნარი, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს. ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რეგიონულ ჭრილში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.