შეხვედრა ლევილის მამულში

12:29, 23.04.2023

ლევილის მამულში საქართველოს კულტურის მინისტრსა და საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შედგა მმართველი საბჭოს სხდომაც. საბჭოს წევრებმა, მამულში 2022 წელს ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და მიმდინარე წლის სამუშაოებთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილებები. კულტურის მინისტრმა პრეფექტსა და მის გუნდს ლევილის მამული დაათვალიერებინა და მათთან ერთად მამულის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებლად საჭირო, ესონის დეპარტამენტის ადგილობრივი ურბანული გეგმის ცვლილების საკითხები განიხილა.

მსგავსი