ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისაუბრეს ახალი შტამის გავრცელებასა და სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. განიხილეს კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების საკითხიც.
თამარ გაბუნიას თქმით, ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, არსებობს მედიკამენტების მარაგები, თუმცა, ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერდოზის გამოყენება რჩება.