შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

სამმხრივი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სპეციალური კომისიის სხდომა პირველად იმართება. ინიციატორი პროფკავშირებია, რომელიც, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მინდელის შახტის დახურვას მის რეაბილიტაციამდე ითხოვს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მეშახტეებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. სხდომას ასევე მთავრობისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

დატოვე კომენტარი