ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ
ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ.

გამგეობის შენობის წინ შეკრებილი მეშახტეები საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ან შემცირებას და საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ, ქალაქის მერისგან კი ხელისუფლებასთნ შუამდგომლობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ტყიბულის მერი თეიმურაზ ჩუბინიძე შეხვდა. მან მეშახტეთა მოთხოვნები მოისმინა და შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას შეჰპირდა.

მერის თქმით, მომავალ კვირაში მეშახტეები რაიონის მაჟორიტარსა და პარლამენტარებს შეხვდებიან.