ჯანდაცვის სისტემა მასობრივი იმუნიზაციისთვის ემზადება. ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი ლოჯისტიკური თუ ტექნიკური შესაძლო პრობლემების განხილვაა.
მარიამ სეთურიძე გვეტყვის, როგორია ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა და მოქალაქეთა რა რაოდენობის აცრა იქნება შესაძლებელი მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ.