შეხვედრა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან
სულხან თამაზაშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა გაეროსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ასევე სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, დავით ბაქრაძეს, საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.