„შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“ - სტატია spectator.org​-ზე

ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი გამოცემა spectator.org​-ზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით – „შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“. ჟურნალისტი წერს, რომ ამ კვირის საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს, ჩაიგდებს თუ არა რუსეთი უპირატესობებს.

„ბევრი ადამიანი ატრიალებს თვალებს, როდესაც იგებს „დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის“, მაგრამ ეს სიმართლეა. არსებობს მრავალი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც არ მისდევენ დემოკრატიულ პრაქტიკას და ქვეყნები, რომლებიც იბრალებენ დემოკრატიულობას, მაგრამ ყოველდღიურად შორდებიან პირადი თავისუფლების განცდას.

დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ ეს საფრთხე არაა სააშკარაოზე გამოტანილი, იგი ფარულია. იგი არჩევნებში ჩარევის ფორმით, ეკონომიკის კონტროლის და არეულობის წამოწყების ფორმით გვევლინება. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კონსპირაციები შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ახლა კი ვხედავთ მის სრულ ძალას საქართველოს რესპუბლიკაში.

ამჟამად საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაექცეს რუსეთის რეპრესიულ ჩარევას და შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლურ ალიანსს. ისევე როგორც ცივი ომი – ომი გავლენისთვის, სუბვერსიისთვის და ანტაგონიზმისთვის, ეს კონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მსოფლიოს დაპყრობას და თავიანთი შეხედულებების დანერგვას ყველა ქვეყანაში. დღევანდელი რუსეთი დიდად არ განსხვავდება ხსენებულისგან. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ ცდილობს, გახადოს ყველა ქვეყანა უფრო რუსული, დემოკრატიის შეზღუდვით, ნაკლები მიღების და ნაკლები თავისუფლების გზით.

ეს ბიძგი ძლიერად იგრძნობა საქართველოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშია – მანამდე, სანამ ერი შეცვლის საპარლამენტო მმართველობის ფორმას, სადაც პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიით და არა ხმების რაოდენობით. 25 კანდიდატიდან, მხოლოდ ორია დარჩენილი.

სალომე ზურაბიშვილს აქვს პროდასავლური ღირებულებები, აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან და არის თავდადებული მხარდამჭერი ადამიანებს შორის თანაბრობის.

გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი სსრკ-ის ოფიციალური პირი, ვისი ფესვებიც რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პრო-დასავლური ფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად ამბობს საპირისპიროს.

თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მათ დემოკრატიულ ფასეულობებს. თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე.

 

ჩვენ გვჭირდება მეტი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას და ებრძვიან ისეთ ანტაგონისტურ ქვეყნების, როგორიც არის რუსეთი. ჩვენ გვჭირდება პროდასავლური, დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნულია ჯერემი ფრანკელის სტატიაში.

 

ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი – შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად