ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი - შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად
ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი - შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად

ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი გამოცემა spectator.org​-ზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით – „შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“. ჟურნალისტი წერს, რომ ამ კვირის საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს, ჩაიგდებს თუ არა რუსეთი უპირატესობებს.

„ბევრი ადამიანი ატრიალებს თვალებს, როდესაც იგებს „დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის“, მაგრამ ეს სიმართლეა. არსებობს მრავალი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც არ მისდევენ დემოკრატიულ პრაქტიკას და ქვეყნები, რომლებიც იბრალებენ დემოკრატიულობას, მაგრამ ყოველდღიურად შორდებიან პირადი თავისუფლების განცდას.

დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ ეს საფრთხე არაა სააშკარაოზე გამოტანილი, იგი ფარულია. იგი არჩევნებში ჩარევის ფორმით, ეკონომიკის კონტროლის და არეულობის წამოწყების ფორმით გვევლინება. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კონსპირაციები შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ახლა კი ვხედავთ მის სრულ ძალას საქართველოს რესპუბლიკაში.

ამჟამად საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაექცეს რუსეთის რეპრესიულ ჩარევას და შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლურ ალიანსს. ისევე როგორც ცივი ომი – ომი გავლენისთვის, სუბვერსიისთვის და ანტაგონიზმისთვის, ეს კონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მსოფლიოს დაპყრობას და თავიანთი შეხედულებების დანერგვას ყველა ქვეყანაში. დღევანდელი რუსეთი დიდად არ განსხვავდება ხსენებულისგან. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ ცდილობს, გახადოს ყველა ქვეყანა უფრო რუსული, დემოკრატიის შეზღუდვით, ნაკლები მიღების და ნაკლები თავისუფლების გზით.

ეს ბიძგი ძლიერად იგრძნობა საქართველოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშია – მანამდე, სანამ ერი შეცვლის საპარლამენტო მმართველობის ფორმას, სადაც პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიით და არა ხმების რაოდენობით. 25 კანდიდატიდან, მხოლოდ ორია დარჩენილი.

სალომე ზურაბიშვილს აქვს პროდასავლური ღირებულებები, აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან და არის თავდადებული მხარდამჭერი ადამიანებს შორის თანაბრობის.

გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი სსრკ-ის ოფიციალური პირი, ვისი ფესვებიც რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პრო-დასავლური ფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად ამბობს საპირისპიროს.

თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მათ დემოკრატიულ ფასეულობებს. თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე.

მისი, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეების დიპლომატის და ქართველი პოლიტიკოსობის, ათწლეულობით გამოცდილების გამოყენებით, ზურაბიშვილი აპირებს, რომ მიმართოს საქართველო ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ორი დასავლური ორგანიზაცია საუკეთესო დემოკრატიულობით, რომლებიც გახდიან საქართველოს თავის ძლიერ მოკავშირედ, ქვეყანას, რომელიც ამჟამად რუსეთის ჩრდილში ცხოვრობს.

სალომე ზურაბიშვილი ერთგულია თავისუფალი სიტყვის, პრესის, თანაბრობის და ეკონომიკის მიმართ. მისი გეგმაა გააერთიანოს საქართველო, და გახადოს დემოკრატიულ ხელშეუხებელ ციხესიმაგრედ და გახადოს საქართველო ევროპისგან განუყოფელი. მას აქვს სტრატეგია, რომ დაარწმუნოს ყველა ქართველი, რომ ისინი თანაბრად ფასეული არიან და შეუძლიათ შეძლებისდაგვარად შეუწყონ აღმშენებლობაში ხელი, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მიუხედავად. ამ დროს, როდესაც მოძრაობა #MeToo ძლიერდება ქალთა უფლებების დაცვის მხრივ დასავლურ ქვეყნებში, ზურაბიშვილი შესაძლოა გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში, ისევე როგორც ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი არის ძლიერი მცველი ქართლი კულტურის შენარჩუნების, რომელის გაქარწყლება ცადა საბჭოთა კავშირმა ათწლეულების წინ.

მეორე მხრივ, გვყავს ვაშაძე, რუსეთის ფავორიტი ამ რბოლაში. ვაშაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ამაყობს მისი ხანგრძლივი კარიერით როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირი, სადაც ის მუშაობდა აერონავტიკასა და ბირთვულ შეიარაღებაზე. იგი ირწმუნება, რომ არ ქონია კავშირი KGB-სთან, მაგრამ მისი წარსული სამუშაო ადგილმდებარეობა და დღევანდელი ტაქტიკები გვარწმუნებს საპირისპიროში. რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, მას ჰქონდა ორმაგი რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობა 2009 წლამდე. მან როგორც იქნა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც თვეობით აკრიტიკეს მისმა საქართველოს მთავრობის კოლეგებმა; მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მან არ თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, 2008 წელს საქართველო და რუსეთს შორის ომის დაწყებისას, როდესაც რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში თავისი ჯარით. ამ აგრესიული ინციდენტის მანძილზე ვაშაძე რჩებოდა რუსეთის მოქალაქედ.

მომავალი პრეზიდენტის არჩევანი აშკარა უნდა იყოს. სამწუხაროდ, რუსეთი დაუბრუნდა თავის ძველ ხრიკებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იმოქმედოს არჩევნებზე. რუსეთი ცდილობს ცილი სწამოს ზურაბიშვილის, თითქოს ის მათი მეგობარია – რომლის ოჯახიც იძულებული იყო გაქცეულიყო წითელი არმიისგან 1920 წელს. ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, პრაქტიკულად საბჭოთა აგრესიის გამო იქნა გამოძევებული საკუთარი მამულიდან. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იგი დაბრუნდა საქართველოში და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შემოიტანოს დასავლური ფასეულობები თავის ქვეყანაში.

ჩვენ დასავლეთში ხშირად არ ვფიქრობთ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბედზე. მაგრამ უნდა ვფიქრობდეთ. ერები როგორიც არის საქართველო, არიან ახალი ცივი ომის დაწყების პირას, რამდენადაც მათ უჭირთ სუვერენიტეტის შენარჩუნება რუსეთის მხრიდან აგრესიული ჩარევების გამო.

ჩვენ გვჭირდება მეტი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას და ებრძვიან ისეთ ანტაგონისტურ ქვეყნების, როგორიც არის რუსეთი. ჩვენ გვჭირდება პროდასავლური, დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნულია ჯერემი ფრანკელის სტატიაში.