ჯანდაცვის სამინისტრომ იმ აფთიაქების ჩამონათვალი გააფართოვა, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები მედიკამენტების შეძენას სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეძლებენ. „პეესპე“, „ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქი“ – სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებმა მედიკამენტების მისაღებად სწორედ ამ ხუთ აფთიაქს უნდა მიაკითხონ. სახელმწიფო პროგრამა, ბენეფიციარებს ექვსი წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს უფინანსებს.