„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი თანაგუნდელები პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისზე მიუწვდება ხელი.