„რუსეთი ღიაა უკრაინასთან იერუსალიმში მოლაპარაკებებისთვის“, – ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ამჟამად შეხვედრების გამართვა რუსეთში, უკრაინაში ან ბელარუსში კონსტრუქციული არ არის, რადგან ეს ის ადგილები არ არის, სადაც ომის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხდება“. აქვე მან დაამატა, რომ ასეთ ადგილად იერუსალიმი მიაჩნია. გავრცელებული ცნობით, რუსეთს მოლაპარაკებების იერუსალიმში გამართვის იდეა არ უარუყვია, მაგრამ ამავდროულად ისრაელი არ არის დარწმუნებული, რომ შეხვედრას უმასპინძლებს.