შავი ზღვის ჯაზფესტივალი

 ივლისის ბოლო დღეებში ბათუმი ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების შეკრების ადგილად იქცევა. ზღვისპირა ქალაქის კორტები ტრადიციულ ჯაზფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის წლევანდელი პროგრამა არაერთი ცნობილი შემსრულებლისა და ბენდის შოუს აერთიანებს.

მათ შორის იქნება ცნობილი პოპჯგუფი The Jackson 5, რომელიც ბათუმს 50-ე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და ფესტივალს გრანდიოზული კონცერტით დახურავს. ბათუმი ჯაზფესტივალს ტრადიცულად 26, 27, 28 ივლისს უმასპინძლებს.