უკვე მეორე დღეა, ჯაზის მოყვარულები და აჭარის სტუმრები შავი ზღვის ჯაზფესტივალზე არიან შეკრებილი. კონცერტები წელს ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას დაუბრუნდა და უკვე მეჩვიდმეტედ მელომანებს საქართველოს ზღვისპირა ქალაქში მასპინძლობს. 11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერის შემდეგ, დღეს სცენას ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი დაიკავებს.