რამდენიმე დღე შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის გახსნამდე. მუსიკალური დღესასწაული ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტებს უბრუნდება. ფესტივალი 26 ივლისს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები წარდგებიან.
წლევანდელი პროგრამა ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს აერთიანებს. გაიმართება ფილიპ ლასიტერის, ჯოჯო მაიერისა და The Jacksons-ის კონცერტები. ფესტივალი, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.