შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა

ამ დრომდე მძიმედ ფასდება შატილის გზაზე ტრაგიკული ავტოკატასტროფის დროს დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამივე მათგანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორ დაშავებულს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები. ექიმების განცხადებით, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პაციენტებთან არ შეინიშნება უარყოფითი დინამიკა.