შალვა პაპუაშვილის განცხადება

ელისაშვილის წერილს წინ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება უძღოდა, სადაც შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ალეკო ელისაშვილმა აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ გვამს – არა. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულ ოპოზიციონერს სამართლებრივად სასამართლო შეაფასებს.