ალეკო ელისაშვილის განცხადება

ალეკო ელისაშვილი საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პაპუაშვილმა მას განაჩენი სასამართლომდე გამოუტანა. ელისაშვილი წერს იმასაც, რომ ის საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეშია გამოკეტილი. „ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან „ოცნებაშიც“, ამაზე არიან გამწარებულები. არც „ლელოს“ წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მით უმეტეს, არც „ალდეს“, საიდან უნდა გამრიცხონ? თავად „ოცნებას“ კი – მოვუწოდებ გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს.“ – წერს ელისაშვილი.