შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება
პარიზში, რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასობით ათასი ადამიანი, ახალგაზრდების თვალშისაცემი სიმრავლე გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს. „აქაური სექტის წევრები ხშირად გვეუბნებიან: „რომელ ევროპაში მიდიხართ? იქ ვის უნდიხართ? არ არსებობს არავითარი ღირსებით ევროპაში“. ჩვენ ხშირად არ ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ჩვენს გზას. შემდეგ დგება ასეთი დღეები, ჩვენი 17 მაისის სულისკვეთებასთან ასე ახლოს მდგომი დღეები, როცა მთელი სიცხადით ვხედავთ ნამდვილ ევროპას: ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულს, სიყვარულით გაერთიანებულს და მშვიდობის მქადაგებელს. ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით – სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის. დროა, სწორედ ამ ევროპელებს მოუსმინონ მათმა ხელისუფლებებმა“,- წერს პაპუაშვილი.