რომის პაპის მესა პარიზში

15:19, 27.09.2026

პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მიერ ჩატარებულ მესას დაახლოებით შვიდასი ათასი ადამიანი დაესწრო. ლიტურგიის დაწყებამდე პაპმა სპეციალური ავტომობილით, შეკრებილ ხალხს შორის გაიარა და მათ მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის. ლეო XIV-მ კათოლიკეებს მოუწოდა, საკუთარ რწმენაში არ ჩაიკეტონ და ის სხვებსაც გაუზიარონ. ეს საფრანგეთში ბოლო 16 წლის განმავლობაში რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და ლურდის ღვთისმშობლის სახელობის საკურთხეველს ეწვია. ასევე ქალაქ მეცში ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვა.

მსგავსი