ქვეყანაში სეზონური ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. პაციენტების უმრავლესობას ე.წ. ღორის გრიპი, იგივე „ა“ ტიპის ვირუსი უფიქსირდება. მას მაღალი სიცხე, სახსრებისა და თავის ტკივილი და ხველა ახასიათებს. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია და კლინიკებში მიმართვიანობამაც იმატა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარებისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.