ბოლო კვირაა, რესპირატორული ვირუსების შემთხვევებმა იმატა, თუმცა სპეციალისტები პიკს დეკემბერ-იანვარში ელოდებიან. დაბალი იმუნიტეტი და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი – სწორედ ამით ხსნიან მედიკოსები ვირუსების ნავარაუდევზე ადრე გავრცელების მიზეზს. ამ ეტაპზე ქვეყანაში ა ტიპის გრიპი, ე.წ ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც მაღალი ტემპერატურით, ყელისა და სახსრების ტკივილით და ხველით ხასიათდება. ვირუსი ფართოდაა გავრცელებული ბავშვებშიც, რის გამოც კლინიკებში მიმართვიანობამ იმატა.
სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.