დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არცერთი კილოგრამი არ დარჩება ჩაუბარებელი, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა სფეროში გაუმჯობესებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ათი წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2500, ასევე გაორმაგდა ვენახების ფართობები.