სერგეი ლავროვი - აშშ-ის როლი ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების განსახორციელებლად, გამორჩეულად მნიშვნელოვანია

“ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების განსახორციელებლად ამერიკის შეერთებული შტატების როლი, გამორჩეულად მნიშვნელოვანია,“ – ეს განცხადება გაერო-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება ვაშინგტონის გარეშე გაუქმდება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხი იყო.

დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რასაც ევროკავშირისა და რუსეთის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. შეთანხმება თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთული პროგრამის შეჩერებას ითვალისწინებს.