ოჯახური, უპაციენტო #სეანსი (სერია 42)

სრულიად ახალი ინოვაციური ფორმატის სერიალი #სეანსი მაყურებელს ფსიქოთერაპიის დამაინტრიგებელ და საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს.

სერიალი ფსიქოთერაპიის ხუთ სხვადასხვა შემთხვევას განიხილავს, რომლებიც თერაპევტის კერძო კლინიკაშია გადაღებული.

სეანსი

სერიალი „სეანსი“ საქართველოს პირველი არხის ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე.

„სეანსი“ HBO-ს In Treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „NOVA პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს.

ფსიქოლოგიურ დრამაში ძირითადი სიუჟეტი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე არის აგებული. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც სერიალის გმირებს აწუხებთ. „სეანსის“ პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა.

მთავარ როლებს ასრულებენ: რეზო ჩხიკვიშვილი, ნინო კასრაძე, ნატალია ყულოშვილი, პაატა ინაური, სალომე თოფურია, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი.