საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს მწერლების ნაწილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს მწერლების ნაწილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მწერლებს სურდათ ბორდის პოზიცია მოესმინათ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე, მაუწყებლის ეთერში გასულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

შეხვედრის შემდეგ “მოამბის” ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა არის მათი ბოიკოტის მიზეზი, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობენ და ნანახი აქვთ  თუ არა 27 დეკემბერის 18-საათიანი გამოშვება, სადაც რატიანის საქმეზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიღებული  ვიდეომასალა პირველად გავიდა.

დატოვე კომენტარი