საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 23 დეკემბერი, 2025

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#614; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#615; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ 2026 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების 24-საათიანი შეიარაღებული დაცვის, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების და სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#616; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#617; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#618; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#619; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#620; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#621; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#622; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#623; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.