საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში - „მოამბე“

„ჩვენ უკრაინისთვის“საქართველოს პირველი არხი უკრაინის მხარდასაჭერად და დასახმარებლად, წითელ ჯვართან ერთად, საქველმოქმედო მარათონს გამართავს. ის პირდაპირ ეთერში დღეს 22:00 საათზე დაიწყება.

მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.

საქართველოს პირველი არხი – „ჩვენ უკრაინისთვის“