საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6 პროცენტამდე გაზარდა. ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 6 პროცენტამდე განისაზღვრა. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, როგორც 2024 წელს, ისე საშუალოვადიან პერიოდში – 2024-2029 წლებში საქართველოს, ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.