რუბრიკა „ისტორიული ტრანსფორმაციები” – პოსტსოციალიზმი
ცივი ომის დასრულების შემდგომ, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ახალ რეალობებს ტერმინ “პოსტსოციალიზმით” მოიხსენიებენ ხოლმე. ამ ზოგადი ტერმინით, ამ რეგიონით დაინტერესებული მკვლევრები ცდილობდნენ გამოეკვეთათ, თუ რა ჰქონდათ საერთო იმ საზოგადოებებს, რომლებიც მანამდე სოციალიზმში ცხოვრობდნენ. ამავე პერიოდში, არაერთხელ დასმულა შეკითხვა იმის შესახებ, თუ როდენმდე უნდა მოვიხსენიებდეთ ამ საზოგადოებებს პოსტსოციალისტურად, მაშინ როდესაც მათი დღევანდელი რეალობა უკვე წარსული სოციალიზმით კი არა, არამედ გლობალურ წესრიგში ინტეგრაციით არის გამოწვეული. ნინო ხელაია, რუბრიკაში „ისტორიული ტრანსფორმაციები”, მოგვიყვება პოსტსოცილისტური ტრანსფორმაციის გააზრების სხვადასხვა მიდგომების შესახებ