სასულიერო პირები ემზარ კვიციანის საკანონდებლო ინიციატივას ეხმაურებიან

უნდა გახდეს თუ არა დასჯადი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მამა გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა მუშაობას ამ კუთხით საჭიროდ მიიჩნევენ.

ინიციატივაზე, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრს, ემზარ კვიციანს ეკუთვნის, კომენტარი გააკეთა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმაც.

მალხაზ სონღულაშვილის განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზება აუცილებელი არ არის.