საშობაო ალილო ხვალ 14:00 საათზე დაიწყება - რამდენიმე საათით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები

საშობაო ალილო კი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობა, რომელიც მაცხოვრის შობის დღესასწაულს ეძღვნება დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება. მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან და ყოვლადწმინდა სამების ტაძართან მივლენ.

შესაბამისად, აღნიშნული ქუჩები 14:00 საათიდან დროებით გადაიკეტება. რამდენიმე საათით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებიც.

9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.