ალილოს მსვლელობის გამო, ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება – თბილისის მერიის განცხადება

15:15, 06.01.2018

ხვალ, შობის დღესასწაულზე, ტრადიციული ალილო გაიმართება. მსვლელობის გამო, დღის 2 საათიდან, რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები, ასევე ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მთავარი გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ. მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე დატრიალდება“ – ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი