უკვე მეორე გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ორივე ბრალდებაში დამნაშავედ გამოაცხადა.
მოწმეების, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მოსმენის და მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმის გამოძიება მიზანმიმართულად შეჩერდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და ვერსია, რომლის მიხედვით, 2005 წლის ივლისში დეპუტატ გელაშვილზე თავდასხმა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუს გამო, პირადი შურისძიების მიზნით დაგეგმა.