სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მსჯელობს

სააპელაციო სასამართლო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მსჯელობს.

სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე სათათბიროდ გავა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ არაობიექტური განაჩენი გამოიტანა, რომელიც უფლებადამცველის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ განეიტრალებას ემსახურებოდა.

სახელმწიფო ბრალდება იმედოვნებს, რომ მტკიცებულებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს.