სასამართლომ მუსიკოსი ციხეში არ დააბრუნა

 საქალაქო სასამართლო დღეს მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – მოსამართლე ცნობილი დიჯეის საქმეს განიხილავდა. დავის საგანი იყო ოქტომბერში ჩატარებული ის ღონისძიებები, სადაც შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსი უკრავდა. მათ შორის ერთი შეკრება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ორგანიზებით მოეწყო.

პრობაციის სამსახური მიხეილ თოდუას შინაპატიმრობის წესის დარღვევას ედავებოდა და ამ მოტივით მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. დიჯეის, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო მუსიკაა, შინაპატიმრობის საათები გაუზარდეს.