სასამართლო სისტემის სტრატეგიის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია
სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიება უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს.
ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზე. ღონისძიება ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის, ევროპის საბჭოს პროექტის – სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით იმართება.