სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეკრება

ევროკავშირის რეკომენდაციები – 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა დღეიდან სასამართლო რეფორმაზე იწყება. სამუშაო ჯგუფს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება, მოხდება დღის წესრიგის გაწერა. შეხვედრას დაესწრება ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის არიან – „გირჩი“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპელი სოციალისტები“. პროცესში ჩართვას გეგმავს ხათუნა სამნიძეც.

საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებს და პროცესში ჩართვისთვის მისგან კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.