სასამართლო პროცესი

კლინიკა „ავერსიდან“ სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ივერი ნატრიაშვილი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. აღნიშნული სამი პატიმარი კლინიკაში 1-ელ ნოემბერს გადაიყვანეს, რა დროსაც მათ სპეციალური ავტომობილიდან გაქცევა მოახერხეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა და მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.

გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით.