აღკვეთის ღონისძიება

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა დადგენილი წესი არ შეასრულა და მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.

შეგახსნებთ, რომ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მათი დაკავება მალევე შეძლეს.