სასამართლო დღეს იმსჯელებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ათი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, გუშინ კი „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულის გაგრძელებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებოდა. დაცვის მხარე სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. აღნიშნული პირები ორი დღის წინ დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.