სარეკლამო დროის გაზრდა

კომუნიკაციების მარეგულირბელი კომისია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

კომისიაში ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-მა თვითმებურად გაზარდა პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით დადგენილი უფასო საეთერო დრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედება არ ეწინააღმდეგება არსებულ ნორმებს, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს ახსენებს და მოუწოდებს, რომ მათ უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ. მარეგულირებლის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ უფრო საყურადღებოა მაშინ, როდესაც რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამისკენ არის მიმართული.