საქველმოქმედო განცხადება

ტელეოპერატორ გოგა სულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ერთი თვის წინ გოგა სულაძე უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყვა. რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, მას ბარძაყის ძვლის ამპუტაცია დასჭირდა. ასევე ესაჭიროება 10 ათასი ევრო ფეხის პროთეზისთვის, რათა დაუბრუნდეს სამსახურს და ძველ ცხოვრებას. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდიც და გოგასთვის გამოიყო ცალკე ანგარიში, სადაც მსურველებს ასევე შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.

 

დატოვე კომენტარი