საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება პატარა ძმებ მიშელაძეებს სჭირდებათ. ოთხი წლის გაბრიელს და რვა წლის ნიკოლოზს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ. ბავშვები ახლა სამკურნალოდ საბერძნეთში იმყოფებიან. ნიკოლოზს დაბადებიდან გულის მანკი და ასთმა აქვს. მან ერთი ოპერაცია გადაიტანა, ჩაყენებული აქვს სტენტი და მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. გაბრიელს ყელის არეში ხრტილოვანი გამონაზარდი აქვს, რაც ყლაპვასა და სუნთქვაში ხელს უშლის. უკვე ჩატარდა ორი ოპერაცია და ბავშვს კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომ ხრტილოვანი გამონაზარდები ამოიკვეთოს. ბავშვების მკურნალობისთვის აუცილებელია თანხა, რომელიც ოჯახს არ აქვს. მათი ყველა რესურსი უკვე ამოიწურა.

ყველას, ვისაც გაბრიელ და ნიკოლოზ მიშელაძეების დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.