41,58 პროცენტია კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მონაცემია. რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში, უცნობია, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო, ლაბორატორიული პასუხების მხოლოდ ნაწილის ატვირთვა მოხერხდა.
ვებპორტალზე გამოქვეყნებულია, რომ 4 028 მოქალაქემ მიიღო დადებითი პასუხი. მცირე მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია კვირა დღესთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სიმპტომების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი ტესტს აღარ იკეთებს.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.