საქართველოსა და თურქეთის შს მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი
საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინიაცასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. მუსტაფა ჩიფთჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სულხან თამაზაშვილის მოწვევით იმყოფება. ასევე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.